„ქრონიკა“ შტატებიდან რამდენი დღის წინ ჩამოსულ ერთ-ერთ მოსამართლეს დაუკავშირდა. კითხვაზე - რას ფიქრობს ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის ირაკლი შენგელიასა და ვალერი ცერცვაძისთვის აშშ-ის მხრიდან წაყენებულ ბრალდებაზე - მიხეილ ბებიაშვილი ასე პასუხობს:
„[აშშ-ის დეპარტამენტის] ამ განცხადებას არ ახლდა რაიმე არგუმენტირებული მტკიცებულება, ყოველ შემთხვევისთვის მე ეს არ მინახავს და არ მომისმენია“, - აცხადებს მოსამართლე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, - ამ განცხადებით აჯამებს აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.