საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იყო შეერთებული შტატების მოკავშირე სულაც არ ნიშნავს იყო ვასალი.
„იყო მოკავშირე არ ნიშნავს იყო ვასალი, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებლად ფიქრის უფლება“, - განაცხადა მან ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„საფრანგეთი მხარს უჭერს ტაივანში არსებულ სტატუს კვოს, ის მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკასა და სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების ძიებას“, - დასძინა მან.
9 აპრილს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ გახდეს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.