logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი - დღემდე რომ არ ხდება დავით კეზერაშვილის გადმოცემა, რათა მოიხადოს სასჯელი და მფარველობენ ევროკავშირის ქვეყნებში, ეს სკანდალური ფაქტია, დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის
- +

12 აპრილი. 2023. 23:09

"დღეს ვიხილეთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელმაც ამხილა დავით კეზერაშვილი დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორობაში," – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სწორედ ე.წ. ქოლცენტრებით იყო დაკავებული, განსაკუთრებით კი, დაკავებული იყო ევროპელი პენსიონრებისგან თაღლითური გზით თანხის მოპოვებით.

იცით, რომ ჩვენი პროკურატურა ჩართული იყო საერთაშორისო გამოძიებაში. მათ შორის, ამ საქმეში ძალიან აქტიური იყო გერმანიის პროკურატურა საქმეში და სწორედ ჩვენი პროკურატურის მცდელობებით იყო გამოვლენილი ეს ქსელი. მაშინაც იყო საუბარი, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებული და ორგანიზატორი არის მათ შორის დავით კეზერაშვილი. მტკიცებულებებზე ზოგადად გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე. ჩვენ დღეს ვიხილეთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელმაც უკვე ამხილა დავით კეზერაშვილი ამ დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორობაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე, „ქართული საგამოძიებო უწყებები თუ ფლობენ რაიმე ინფორმაციას დავით კეზერაშვილის უშუალო მონაწილეობისა და კავშირების შესახებ“, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება არ არის მისი კომპეტენცია. 

„ვერ გეტყვით, გამოძიება არ გახლავთ ჩემი კომპეტენცია. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აწარმოებს გამოძიებას, შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ერთი რამ უნდა ითქვას, ეს შეიძლება, სკანდალური იყოს, თუმცა არა საქართველოსთვის, არც ქართველი მოსახლეობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ დავით კეზერაშვილზე, ის არის ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოპარა ქართულ ჯარს 2008 წლის ომამდე, რვა თვით ადრე, როდესაც მან ფურცელზე, თითქოს ჩაატარა წვრთნები, რომელიც სინამდვილეში არ ჩატარებულა და მიისაკუთრა 5 მილიონი ევრო. იცის ეს ჩვენმა მოსახლეობამ. კეზერაშვილს ხუთი წლით სასჯელიც აქვს მისჯილი.  თუმცა ეს სკანდალური იქნება იმ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ევროპარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებმაც სულ ახლახანს, 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ჩვენთვის სტატუსის მონიჭების საკითხის გადაწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც მათ ასევე შეუქმნა ცუდი ფონი, ამ გადაწყვეტილებას და სტატუსის არმონიჭებას. ევროპარლამენტმა იქ ჩაწერა დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, გამოხატეს სიმპატია მის მიმართ და ის როგორც დევნილი, თუ გარკვეულწილად შევიწროებული ადამიანი მოიხსენია. ვფიქრობ, ამ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც იყვნენ ამ რეზოლუციის ინიციატორები და მხარი დაუჭირეს, ეს არის ნამდვილად სკანდალი, რომ მათ საკუთარ რეზოლუციაში ჩაწერეს საერთაშორისო დამნაშავის სახელი და გვარი, თითქოს დევნილი მედიამენეჯერისა. ეს ნამდვილად არის სკანდალი და სკანდალია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ევროპარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც არიან ამ რეზოლუციის ინიციატორები.

ზოგადად ის ფაქტი, რომ დღემდე არ ხდება დავით კეზერაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის, რათა მოიხადოს სასჯელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, იცით, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა გადმოცემაზე, მფარველობენ მას ევროკავშირის ქვეყნებში, თავისუფლად გადაადგილდება, თავისთავად ესეც სკანდალური ფაქტია, გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner