„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ქვემო ხოდაშენის, ნასამხრალისა და ვანთას სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
ირაკლი სესიაშვილი ადგილობრივებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გეგმების შესახებ ესაუბრა. ამასთან, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„მნიშვნელოვანია სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ხოდაშენში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მომავალ წელს მთლიანად მოწესრიგდება წყალმომარაგება. გარდა ამისა, აღდგება სოფლის გზაც და დაიგება ასფალტი. სულ მალე სოფელ ვანთაში დაიწყება მინი-სტადიონის მშენებლობა. ასევე, ვგეგმავთ სოფლებში არსებული სკოლების რეაბილიტაციასაც", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება რთველის საკითხზე გაამახვილა და პირობა დადო, რომ მის მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება.
„ვიცი, რომ რთველის საკითხი თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გპირდებით, რომ მისი დაწყების დღიდან, 24-საათიან რეჟიმში, მუდმივად თვალს მივადევნებ რთველის მიმდინარეობას და მზად ვიქნებით, პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.