„ლიმბახის“ ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ კამპანია თავიდანვე რთული დასაჯერებელი იყო. მისი განცხადებით, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული, ამიტომ, სპეკულაციები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს და სააკაშვილმა საკვების მიღება უნდა განაახლოს.
„მთელი ეს კამპანია ეტყობა გათვლილი იყო იმ ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც მოკლებულია ელემენტარულ აზროვნებას. აბა როგორ შეიძლება დაიჯერო ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, როცა შეხედავ შვილთან მისულ დედა გიულის ცივი ჭადით, ერთი კიტრით და სალათის ფურცლით ხელში, რომელიც მშვენივრად ერგება პატიმარს. მოწამლულიც ვყოფილვარ და კიტრი კი არა, ერთი ყლუპი წყალიც ვერ დამილევია.
„ლიმბახის“ ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები, მიშა არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული და ურჩიეთ დაიწყოს საკვების მიღება და დაასრულონ სპეკულაციები.“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.