logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: „ნაცების“ თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა
- +

13 აპრილი. 2023. 13:11

 

 

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, რუსული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაძაბული და ხმაურიანი საუბარი ჰქონდათ, „ნაცების“ თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, კეზერაშვილის ირგვლივ წრის შემცირებას დომინოს ეფექტი ექნება პარტიისთვის, სადაც მალე ახალი გადაჯგუფებები და ღია კონფლიქტი წარმოიშვება:

 

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, რუსული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაძაბული და ხმაურიანი საუბარი ჰქონდათ, ისინი კეზერაშვილს და პარტიის დაფინანსების შესახებ საუბრობდნენ, რომლის დროსაც ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ, ერთ-ერთმა ხაბეიშვილი ახსენა, მის ჩამოსვლას დაველოდოთო, რასაც შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ირონია და სიცილი მოჰყვა. ყველამ იცის, რომ ხაბე მარიონეტია, რომელიც დამოუკიდებლად ფორმალურ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს. ერთიანი რუსული მოძრაობის წევრები რამდენიმე ნაწილად არიან გაყოფილები, მელიას მომხრეები ნიშნის მოგებით საუბრობენ, ხომ ვამბობდით კეზერას ფულებს ვერ „გავაპრავებთო“.

 

ძირითადად ორი მხარეა, ერთი ამბობს, რომ კეზერაშვილი ბოლომდე უნდა დაიცვან (ისინი ვისაც კეზერა მსუყედ აფინანსებდა) მეორე ნაწილი კი უარზეა და ამბობს, რომ არჩევნების წინ, კეზერაშვილის დაცვა მათ რეიტინგზე უარყოფითად აისახება, ისინი პარტიის კეზერასგან დისტანცირებას მოითხოვენ. ფაქტია, წინ საინტერესო პროცესები გველის. ბიბისი ჰაერზე არაფერს წერს, ასევე, საგულისხმოა კელი დეგნანის კომენტარი, რომელმაც სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ირიბად დაადასტურა. კეზერაშვილის ირგვლივ წრის შემცირებას, დომინოს ეფექტი ექნება ერთიანი რუსული მოძრაობისთვის, სადაც მალე ახალ გადაჯგუფებებს და ღია კონფლიქტს ვიხილავთ,“ - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner