საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ვაზიანში გარბენი გაიმართა. მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის დასახლებაში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად.