logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა მოსამართლეების აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარისთქმაზე: ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა - ყველა სიმართლის მხარეს დადგა
- +

13 აპრილი. 2023. 15:42

 

 

ექსპერტი ნინო ფოჩხუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ფეისბუქ-სტატუსს ეხმიანება, სადაც ის წერს, რომ სამმა მოსამართლემ - ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს აშშ-ში გამგზავრებაზე. გვრიტიშვილის თქმით ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

 

როგორც ფოჩხუა წერს, ყველა სიმართლის მხარეს დადგა და გააპროტესტა ამერიკელების მხრიდან დაუმსახურებელი გადაწყვეტილება.

 

„როგორც კი ეს უსამართლო, არაფერზე დაფუძნებული სანქციები დაადეს ამერიკელებმა ოთხ მოსამართლეს, ვიფიქრე, ნუთუ შეშინდებიან, გატყდებიან სხვები და არა, ყველა როგორც ერთი სიმართლის მხარეს დადგა და გააპროტესტა ამერიკელების მხრიდან დაუმსახურებელი გადაწყვეტილება. ეს კი ნიშნავს - ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა. ყოჩაღ, მოსამართლეებო!“ - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner