ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" პაატა ბურჭულაძისა და ვაშაძე-ჯაფარიძის გაერთიანების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა იმ ფოტოსთან დაკავშირებითაც, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სადაც გიორგი ვაშაძე და ნოდარ ხადური ერთად არიან გადაღებული.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ფოტო არაფრის მთქმელი არ არის.
„თუმცა ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა „ქართულ ოცნებას". უნდათ, რომ სიტუაცია არიონ და აჩვენონ, რომ ვითომ ის დამოუკიდებელია. თუმცა ეს არის ტიპური „ნაციონალური მოძრაობა", ყველაზე დიდი პირველი ნომერი „ნაციონალური მოძრაობის" და ბურჭულაძეც იქ მივიდა. აღარ იკადრა სიცრუე და მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. მე მსურდა, რომ ბურჭულაძეს გვერდით დავდგომოდი, მაგრამ ჩემთან მოვიდა უგულავასგან დაჯილდოებული საათით, რაღაც ხუთი-ათი წუთით და მეტი რა უნდა მეთქვა. არჩევნებისთვის ვემზადებოდით. მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.