logo_geo
eng_logo
პოლონეთის პოლიციამ გიორგი გამსახურდიას დახმარებით კრიმინალები დააკავა!
- +

13 აპრილი. 2023. 20:59

 

 

ტიხის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კატოვიცეს რეგიონალური პოლიციის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, ქალაქ ვროცლავში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი საქართველოს 27- დან 55 წლამდე მოქალაქეები დააკავეს. საუბარია 200 ათასი ზლოტის ოდენობის თანხის მოპარვაზე. ძალოვნებმა მოპარული თანხის ნაწილის ამოღება შეძლეს. დაკავებულებს ბრალდებები უკვე წარედგინა და ტიხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

ყაჩაღობა 23 მარტს ტიხში მოხდა. როგორც პოლიციამ დაადგინა, საქართველოს მოქალაქეები სავალუტო ჯიხურის მფლობელის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, დანაშაულის ჩადენამდე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ჯიხურის სიახლოვეს. ვინმეს ეჭვი რომ არ გასჩენოდა, სხვადასხვა მანქანებით მოდიოდნენ დანაშაულის ადგილას. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ შეძლებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოპარვას, თავს დაესხნენ ჯიხურს. იასკრუვის ქუჩაზე ფორდის მარკის ავტომობილით განზრახ შეეჯახნენ დაზარალებულის მანქანას, რითაც აიძულეს მას მანქანის გაჩერება. დაჯახების შემდეგ, მანქანიდან გადმოხტა ოთხი შენიღბული და აგრესიული ადამიანი, რომლებმაც ძალის გამოყენებით სავალუტო ჯიხურის მფლობელს თანხა გამოსძალეს. პოლიციელებმა მაშინვე დაიწყეს დამნაშავეების ძებნა. იმავე დღეს მათ ტიხის ერთ-ერთ ავტოსადგომზე დამნაშავეების მიერ მიტოვებული ავტომობილი იპოვეს. ასევე დაადგინეს, რომ იმ ადგილიდან თანხის გამტაცებლები სხვა მანქანით წავიდნენ, რომელსაც მალევე კვალდაკვალ მიყვნენ პოლიციელები. გამოძიების მსვლელობისას ამოღებულ იქნა ვიდეო[1]მონიტორინგის ჩანაწერები. რამდენიმედღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა დამნაშავეებს მიაკვლიეს. ორი მათგანის ვინაობის დადგენაში ტიხის პოლიციას დაეხმარა პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია. ამ თანამშრომლობის წყალობით, 29 მარტს, ვროცლავის ერთ-ერთ ბინაში, სილეზიელმა პოლიციელებმა დააკავეს ხუთი ჩვენი თანამოქალაქე (27-დან 55 წლამდე) რომლებიც, როგორც დადგინდა, ასევე ეჭვმიტანილები იყვნენ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა ჩადენილ ყაჩაღობებსა და სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

 

დაკავებულთაგან ოთხს ბრალი ყაჩაღობასა და სხვისი ქონების განზრახ დაზიანებაში წაუყენეს. ტიხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი მომდევნო რამდენიმე თვეს პატიმრობაში გაატარებენ. აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას ტიხის რაიონული პროკურატურა აწარმოებს, ხოლო ტიხის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგროვებენ და აანალიზებენ ნივთ მტკიცებულებებს.

 

https://slaska.policja.gov.pl/kat/informacje/wiadomosci/356681,Policjanci-zatrzymali-sprawcow-napadu-na-wlasciciela-kantoru.html?fbclid=IwAR1mXr8sftmBuOG3zo-70E3KqJbdYr0J8h2fCQZ62ZOy3WnXo8O0zk6nzqs

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner