logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ერთ მხარეს არგუმენტებს ამბობს BBC და მეორე მხარეს მაგალითად, გუბაზ სანიკიძე - ეს მკვეთრად აჩვენებს, ვის მხარეს შეიძლება იყოს სწორი პოზიცია
- +

13 აპრილი. 2023. 22:15

 

 

ერთ მხარეს არგუმენტებს ამბობს BBC და მეორე მხარეს მაგალითად, გუბაზ სანიკიძე - ეს მკვეთრად აჩვენებს, ვის მხარეს შეიძლება იყოს სწორი პოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთ მხარეს რომ BBC-ის არგუმენტებია, მეორე მხარეს კი გუბაზ სანიკიძის, ამით ყველაფერი ნათელია.

 

„კეზერაშვილის დაფინანსებით ვინც მუშაობს საქართველოში პოლიტიკური გეგმების განხორციელებაზე, მათი მდგომარეობა როგორია ახლა და რა პასუხს აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღის წესრიგში დადგა?“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner