logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მკვეთრად შემცირებული სარჩელების რაოდენობა და ხასიათი, ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებული სისტემური ცვლილებების ინდიკატორია
- +

13 აპრილი. 2023. 22:40

 

 

თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან თავის მიმართვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

ტალიაშვილმა ისაუბრა 2014, 2019, 2021, 2023 წლების გადაწყვეტილებების თაობაზე, რითიც დასტურდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტურ კონტროლი.

 

ელჩმა აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, რათა რუსეთმა აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა იმ სამართლებრივ ნოვაციებსა და ახალ მექანიზმებზე, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ დანერგა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში პროაქტიური გამოყენების კუთხით.

 

თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი ინდივიდუალური სარჩელების მკვეთრ კლებას. მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მკვეთრად შემცირებული სარჩელების რაოდენობა და ხასიათი, წარმოადგენს უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული სისტემური ცვლილებების ინდიკატორს და ადამიანის უფლებათა რეფორმების წარმატების ნათელი დადასტურებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner