logo_geo
eng_logo
გუტერეშის ოფისი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებზე: გენერალურ მდივანს არ უკვირს, რომ მის პირად საუბრებს უსმენენ
- +

13 აპრილი. 2023. 22:56

 

 

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ოფისმა განაცხადა, რომ გენერალურ მდივანს არ უკვირს, რომ მას ფარულად უსმენენ.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ გაეროს გენერალური მდივანი სიამოვნებით ატარებს კრემლის ინტერესებს.

 

დოკუმენტებში მოყვანილია გუტერეშისა და მისი მოადგილის პირადი საუბრები, მათ შორის „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების თაობაზე. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, ამერიკული მხარე თვლის, რომ გაეროს გენმდივანი ზედმეტად კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ და ძალისხმევას არ იშურებს მოსკოვის საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

 

„გენერალურ მდივანს არ უკვირს ის ფაქტი, რომ მის პირად საუბრებს [ფარულად] უსმენენ. გასაკვირია ის არასამართლებრივი ქმედებ ან არაკომპეტენტურობა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ასეთი პირადი საუბრები დამახინჯდეს და გახდეს საჯარო“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner