„მეც არც მქონია მოლოდინი, რომ შეიძლებოდა რაიმე საპირისპირო დადასტურებულიყო, იმიტომ, რომ ყველაფერი ამაზე მიანიშნებდა. თუმცა, რა თქმა უნდა კარგია, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გერმანული ლაბორატორიის კვლევის პასუხზე საუბრისას განაცხადა.
„ცდილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სურათი შექმნან, რომლის გამოყენებაც შემდეგ ხელისუფლებას დაბრალდება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.