ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგი ქართულ ენის დღეს გვილოცავს.
„გილოცავთ ქართულ ენის დღეს - 14 აპრილს! ამ თარიღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს - 1978 წელს საბჭოთა კავშირის მცდელობას გაეუქმებინათ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი ქართველების მასობრივი პროტესტი მოჰყვა და მათი გამარჯვებით დასრულდა“, - წერს ბერგი.