logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით დაადგა თავს ყველა იმ პირს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია პოლიტიკაში და აფილირებულია კეზერაშვილთან
- +

14 აპრილი. 2023. 14:50

 

 

დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით დაადგა ყველა იმ პირს თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია პოლიტიკაში და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, თუ სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, ყურადღების გადატანის მცდელობაა და პოლიციელებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს.

 

„ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ზუსტად ის, რაც მათ ევალებოდათ. მათ ამ კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვთ“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner