logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია კეზერაშვილზე BBC-ის გამოძიებაზე: რაღაც არ მახსენდება ეს ტელევიზიები რამეს დალოდებოდნენ, უაპელაციოდ რამდენი ადამიანისთვის აქვთ გამოტანილი განაჩენი
- +

14 აპრილი. 2023. 15:10

 

 

რაღაც არ მახსენდება ეს ტელევიზიები რამეს დალოდებოდნენ, უაპელაციოდ რამდენი ადამიანისთვის აქვთ გამოტანილი განაჩენი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმზე საუბრისას განაცხადა.

 

„ფაქტი ძალიან მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის კეზერაშვილის ტელევიზიად წოდებული კანტორა, არამედ ეს არის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის დიალოგები, როგორ მზაკვრულად, არაადამიანურად ხდებოდა მიმნდობი ასაკოვანი, ზოგ შემთხვევაში, დაავადებული, დასნეულებული ადამიანების მოტყუება და გაძარცვა, არის გულის ამრევი და სიტყვებით ამის გამოხატვა ძალიან ძნელია. ჯერ დაველოდოთ გამოძიებას - მე რაღაც არ მახსენდება ეს ტელევიზიები რამეს დალოდებოდნენ და უაპელაციოდ რამდენი ადამიანისთვის აქვთ გამოტანილი განაჩენი. უაპელაციოდ რამდენი ადამიანისთვის აქვთ ჩირქი მიცხებული და გული გახეთქილი პატიოსანი ხალხისათვის, ამას ვინ მოთვლის. კი ბატონო, დაველოდოთ გამოძიებას“,- განაცხადა ოდიშარიამ.

 

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner