„ითქვა, რომ თითქოსდა ნებართვა არ იყო გაცემული, შემდეგ მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ ნებართვა იყო გაცემული. ფაქტია, რომ ცვლილების მიზეზი არ იყო ნებართვის გაუცემლობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„არ ვიცი, ამის შემდეგ, რა მიზეზი რჩება ამაზე სასაუბროდ, მაგრამ როგორც ჩანს, მოტივაცია და აზრი ასეთი ბრალდებების მთავრობის წინააღმდეგ წაყენებისა, მდგომარეობს ერთში - შეიძლება ვინმეს სურვილი აქვს, პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოაჩინოს, როგორც დევნილი ან ჩაგრული და მსხვერპლის როლში. არ მგონია, რომ ამის მიზეზი არსებობდეს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.