logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რასაც ამბობდა ოპოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დეოლიგარქიზაციაზე კანონი არ უნდა მივიღოთ და სხვა ფორმით უნდა დავარეგულიროთ, ვენეციის კომისიის მიერ პირველივე დასკვნის გაცემის შემდეგ მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა
- +

14 აპრილი. 2023. 16:13

 

 

რასაც ამბობდა ოპოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დეოლიგარქიზაციაზე კანონი არ უნდა მივიღოთ და სხვა ფორმით უნდა დავარეგულიროთ, აღმოჩნდა ვენეციის კომისიის მიერ პირველივე დასკვნის გაცემის შემდეგ, მტკნარი ტყუილი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„კანონი მოიწონეს და ეს მოსალოდნელიც იყო იმის ფონზე, როდესაც ურუსლა ფონ დერ ლაიენი იწონებდა იმ კანონპროექტს, რომელიც უკრაინას ჰქონდა მიღებული. ამ გზით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება 12-პუნქტიანი გეგმიდან სრულფასოვნად შესრულებული პუნქტი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner