„მთავრობაში როდესაც წერილი შედის და მეორე დღეს ხდება დადებითი პასუხის გაცემა, ვფიქრობ, ფაქტები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ხელი არავის შეუშლია პრეზიდენტისთვის და მისი თანმხლები პირებისთვის, რომ გამგზავრებულიყვნენ სტრასბურგში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ წერილის მიღებისთანავე, მეორე დღესვე დადებითი პასუხი გასცა პრეზიდენტს.
„მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ წერილის მიღებისთანავე, მეორე დღესვე დადებითი პასუხი გასცა პრეზიდენტს. ვფიქრობ, აქ ყველაფერი კომენტარის გარეშეც ნათელია.
ვერ ვხდები, პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების წასვლა რას ნიშნავს? კაცი რომ ყოფილიყო? წავიდნენ, 17 აპრილს არ არის გამოსვლა? წაბრძანდნენ. პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა, ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ. დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ. აგერ, ვიქენდებზე დადიან და რიგგარეშე სხდომის საკითხი ჩაშალეს. როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ მიბრძანდებიან ქალიც და კაციც. რას წუხან, ვერ გავიგე“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.