აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საპრეზიდენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეებად რეჟისორ ბრიუს კოენისა და მომღერალ ლედი გაგას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ლედი გაგა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული მომღერალია. ასევე ხაზგასმულია მისი აქტივობა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ შორიც ლგბტქ-საზოგადოების უფლებების დაცვის მხრივ.
კომიტეტში ასევე მოხვდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მსახიობები ჯორჯ კლუნი და ჯენიფერ გარნერი.