logo_geo
eng_logo
ნანა შაშიაშვილი: მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები დაფიქსირებულია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც
- +

1 სექტემბერი. 2016. 15:49



რეგულირების სააგენტოს  ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შაშიაშვილმა  „რეპორტიორთან" ინტერვიუში,  ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე ისაუბრა.

 

- როგორც ვიცით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24- საათიანი მონიტორინგი გრძელდება,  საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დარღვევების 30 შემთხვევა დაფიქსირდა, ამდროისთვის  თუ გამოვლინდა ურეცეპტოდ გაცემის ახალი ფაქტები?


- გასულ წელს მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე ჩვენს მიერ დაფიქსირდა 398-დარღვევის ფაქტი,  მათ შორის 116 შემთხვევა უკავშირდებოდა სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის წესების დარღვევას.  220 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის წესების დარღვევას. ინსპქტირების ღონისძიების შედეგად   2015 წელს ნებართვა გაუუქმდა 14 აფთიაქს. წელს მთლიანად ჯამში ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლის ღონისძიებებით გვაქვს გამოვლენილი სამართალდარღვევის 404-ფაქტი, მათ შორის 93 შემთხვევაში  ეს უკავშირდება პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის წესების დარღვევას, 131 შემთხვევაში - მეორე ჯგუფის დარღვევას.  სამართალდაღვევის ფაქტები დაფიქსირებულია როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებშიც.

 

- რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. შეძლებენ თუ არა ეს ფარმაცევტები პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას?

 

- ისინი ხვდებიან სპეციალურ, პასუხისმგებელი პირების რეესტრში,  რომელსაც აწარმოებს რეგულირების სააგენტო. ამ რეესტრში მოხვედრის შემდეგ სამართალდამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირს,  3 წლის განმავლობაში არა აქვს უფლება, განახორციელოს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია,  მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ეკრძალებათ  1 წლის ვადით.

 

- მომავალში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამოვლენის შემთხვევაში,  რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები ხომ არ იგეგმება?


- ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას, მონიტორინგი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ამ ყველაფერს მოჰყვება თავის შედეგები. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მედიას აუცილებლად  მოგაწვდით  ინფორმაციას კონტროლის ღონისძიებების შედეგის შესახებ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner