logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მილიონები დახარჯა სააკაშვილის გარემოცვამ, რათა ევროპარლამენტის რეზოლუციაში კეზერაშვილი მედიამენეჯერად ყოფილიყო მოხსენიებული
- +

14 აპრილი. 2023. 18:15

 

 

არა მარტო კეზერაშვილის მედიამენეჯერად მოხსენიების გამო, არამედ საერთოდ, ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის შინაარსის გამო უსამართლობის განცდა ეუფლება საზოგადოებას, განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს ის მხარს. იმდენად უსამართლო და უხეშია, რომ ერთადერთი სიტყვა, რომელიც მაგონდება, შეიძლება იყოს უტიფარი ან ხეპრე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, კორუფციაშია მხილებული და რამდენიმე მათგანი დაკავებულია, გამოძიება გრძელდება, ჩხრეკა მიმდინარეობს „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფისში. ამ „ევროპის სახალხო პარტიის“ ნაწილია ნაცმოძრაობა“ და აქ რომ გამარჯვების ზარები ჩამოვკრათ, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ამ გამოძიებამ უნდა გვიჩვენოს, რამდენად კორუმპირებულია ეს სისტემა და ექვემდებარება თუ არა ლობიზმს. მილიონები დახარჯა სააკაშვილის გარემოცვამ, რათა ეს რეზოლუცია ყოფილიყო მიღებული და გარკვეულ მედიასაშუალებებში სტატიები გამოქვეყნებულიყო, მათ შორის არის Le Monde, Figaro და ა.შ. ვიცით გვარები იმ კონკრეტული ადამიანების, ვინც ამაში ჩართულია. წარმოიდგინეთ, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც პატარა ქვეყანა, რომელიც ამდენი გამოწვევის წინაშე დგას, ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, სააკაშვილის მიერ გაყიდული სტრატეგიული ობიექტებით, შიდა დაპირისპირებებით, პრეზიდენტის ასეთი უსაფუძვლო და მცდარი პოზიციით - ამ ყველაფერს ებრძვი, ახერხებ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას... ამ რეალობაში ადამიანი ხარჯავს უშველებელ თანხას, რათა რეზოლუციაში კეზერაშვილი იყოს მოხსენიებული როგორც მედიამენეჯერი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი - როგორც სანქციებდასადები პიროვნება. ეს არის უტიფრობის აპოგეა“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner