logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით
- +

14 აპრილი. 2023. 18:20

 

 

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისის აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ უარყოფს.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია ცრუ და დაუდასტურებელია:

 

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანია არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ „ჯორჯიან ეარვეისში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner