მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისის აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ უარყოფს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია ცრუ და დაუდასტურებელია:
„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანია არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ „ჯორჯიან ეარვეისში“.