logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ციხის კადრების შემდეგ, მისტერ ოფშორის, დავით კეზერაშვილის მხილება ოპოზიციური სპექტრისთვის გამანადგურებელი დარტყმაა
- +

14 აპრილი. 2023. 18:25

 

 

„დავით კეზერაშვილი, მისტერ ოფშორი კრიმინალი ხელშეუხებელია?! ამას ამ საქმეზე საბოლოო შედეგი გვიჩვენებს, მანამდე კი ამ საკითხზე ოპოზიციის ჩუმი ხმით პოლიტიკური წკმუტუნი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ იმაზე მეტი იციან ვიდრე ჩანს და ეშინიათ ერთ დღესაც არ აიყვანონ მათი დამფინანსებელი, როგორც საერთაშორისო თაღლითი,” - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

 

„ციხის კადრების შემდეგ, მისტერ ოფშორის, დავით კეზერაშვილის მხილება ოპოზიციური სპექტრისთვის გამანადგურებელი დარტყმაა. ფული, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხრიდან ქართულ სახელმწიფოში დესტაბილიზაცია ფინანსდება, ნაძარცვი ფულია. ამაზე გამოძიება მიმდინარე პროცესშია, მანამდე კი BBC-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს გავეცნოთ: BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა და თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. ამ საქმეს ბევრი მონაწილე ჰყავს, თუმცა ე.წ. პანამის დოკუმენტებში დავით კეზერაშვილის სახელი ფიგურირებს, როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

 

ამ საქმეში არსებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მათ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან. „BBC-ს“ ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრი. ის ასევე ფლობს ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც. ვნახოთ კიდევ რა გამოიკვეთება ამ საქმესთან მიმართებით, თუმცა არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან მდგარი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილის დანაშაულის უკვე დადასტურებული მძიმე მაგალითია დავით კეზერაშვილის მიერ მოტყუებული საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელსაც გარკვეული მომსახურება უნდა გაეწია სამინისტროსთვის, ფული გადაერიცხა, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სოლიდური თანხის გადახდა დააკისრა. დავით კეზერაშვილი, მისტერ ოფშორი კრიმინალი ხელშეუხებელია?! ამას ამ საქმეზე საბოლოო შედეგი გვიჩვენებს, მანამდე კი ამ საკითხზე ოპოზიციის ჩუმი ხმით პოლიტიკური წკმუტუნი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ ამ საქმეზე იმაზე მეტი იციან ვიდრე ჩანს და ეშინიათ ერთ დღესაც არ აიყვანონ მათი დამფინანსებელი როგორც საერთაშორისო თაღლითი,” - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner