„სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფამ, მუდმივად უცხოელების თვალებში ყურებამ და ცალფეხზე ხტომის მზადყოფნამ შედეგი ვერ მოიტანა,“ - ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის მდგომარეობას.
როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ყველა გზა სცადა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, თუმცა, მისი აზრით, უშედეგოდ.
ექსპერტი განმარტავს ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზებსაც.
„პოლიტიკური აჯაფსანდალი, სხვანაირად ვერ ვუწოდებ იმას რაც ახლა ხდება პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის თავზე. აჯაფსანდალს არაფერს ვერჩი, მშვენიერი კერძია, თუ კარგად გააკეთებთ სხვადასხვა ინგრედიენტებით, მაგრამ თუ უხარისხო საკვებით მოამზადებ და თან გადაამლაშებ, საშინელი და უგემურია. სწორედ პოლიტიკურ აჯაფსანდალი თუხთუხებს დღეს ოპოზიციაში. რა არ მოიფიქრეს, რაზე არ წავიდნენ, მაგრამ პოლიტიკურ უგემოვნობასა და უვარგისობას ვერც ასცდნენ და ვერც გაცდნენ.
მიზეზები კი ბევრია: არ ჰყავთ რეალური ლიდერი, რომელსაც ან ხალხში იქნება პოპულარული ან მცირე ქარიზმა მაინც ექნება-ყოფილი ბელადი, სააკაშვილი ისეა სახელგატეხილი და შერცხვენილი, რომ მის პოლიტიკურ დიარეაზე ფსონის დადება მხოლოდ კრახის ტოლფასია; სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფამ, მუდმივად უცხოელების თვალებში ყურებამ და ცალფეხზე ხტომის მზადყოფნამ შედეგი ვერ მოიტანა; უკრაინის „მხარდაჭერის“ სანაცვლოდ შენივე ქვეყნის ომში ჩართვის მიზანიც და მიზეზიც ამოცნობილი იქნა, მშვიდობისა და სტაბილურობის დანგრევის რადიკალური ოპოზიციას მოღალატეობრივი მისია, ცხადია ხალხის მიერ მხარდაჭერილი ვერ იქნებოდა ; უკუშედეგის მომცემი აღმოჩნდა რადიკალებისა და მათი გოშიების მიერ ეკლესიის, მეფეების, ტრადიციების, კულტურის წინააღმდეგ ქილიკი, ხალხში ამ მავნებლურმა უგუნურებამ საპირისპირო რეაქცია გამოიწვია; პატარა ჯგუფებად დაყოფილი ოპოზიცია, მუდმივ კინკლაობის რეჟიმშია, სამაგალითოდ იმის გახსენებაც საკმარისია, რომ ბრიფინგს პირველი ვინ დაიწყებს მათთვის ისეთი მნიშვნელოვანია, რომ თითქოს რამეს ღირებულსა და ქვეყნისთვის სასიკეთოს ამბობდნენ;
მიკერძოებული არასამთავრობო სექტორის განდიდების მცდელობამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ოპოზიციის ისედაც შერყეულ რეპუტაციას, რეალურად, ხომ არასამთავრობოები ეს ის სეგმენტია, რომელიც ხალში ყველაზე მეტად არაპოპულარულია; საბოლოდ დარტყმა კი ისევ იმან გამოიწვია რასაც ოპოზიცია არასოდეს არ ითვალისწინებს-„ფულს სუნია არა აქვს!“ „ფულს სუნია არა აქვს!“ - ეს ოპოზიციისთვის თუ ბოლო ლურსმანი, არა, ერთ-ერთი ბოლოსწინა ნამდვილადაა: ვერანაირად ვერ „პრავდება,“ როდესაც ათასობით პენსიონერის თაღლითურად დაყაჩაღების შემდეგ (კეზერაშვილის ქოლცენტრების ამბავზე კი იძახით BBC იტყუება, მაგრამ თქვენც, რომ არ გჯერათ?!), ცდილობ თავი აარიდო იმას, რაზეც ყოველდღიურად არათუ დამოკიდებული იყავი, არამედ რითაც რეალურად პურს ჭამდი.
ახლა ზოგიერთები ცდილობენ კეზერაშვილის შესახებ ლამის ნაცნობობა უარყონ, არადა სწორედ მის ფულით ფინანსდებოდნენ პარტიებიც, ტელევიზიებიც და აქციებიც. აი, ეს არის ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილის კატასტროფა! რაც შეეხება რჩევას, მე ვერ და არ მოგცემთ, უბრალოდ შეგახსენებთ, თქვენისთანა სახელგატეხილი, სიტყვის არ შემსრულებელი, ფულზე, თანამდებობაზე დახარბებული, უცხოელების მონურ მორჩილების ქვეშ მყოფი, ურეიტინგო სუბიექტები უბრალოდ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, წადით გეყოფათ!” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.