ავტორი ანა ფერაძე
„სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას მიმდინარე საარჩევნო გარემო მიმოიხილა და აღნიშნა, რომ „ ნაციონალურმა მოძრაობამ" ასე თუ ისე შეინარჩუნა ორგანიზაცია და ფინანსები და იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების უმრავლესობა არჩევნებზე არ მივა, ამით „ნაციონალები" ისარგებლებენ.
„იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე დაბალი დასწრება იქნება, მაგალითად, თუ მივიდა მხოლოდ 40%, მაშინ 10% ხდება 40%-ის მეოთხედი ანუ ნაციონალებმა 25%-იც კი შეიძლება მიიღონ. მათი მხარდამჭერები, რომელთა რაოდენობა არ გაზრდილა 2012 წლის შემდეგ, მობილიზებული არიან, ეს მასა მივა არჩევნებზე. და ეს საშიშროება არსებობს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.