უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„აშკარაა, რომ უკრაინის ადგილი, კანონიერი ადგილი ნატოშია. ჩვენ არ გვინდა, რომ მოძველებულმა ილუზიებმა, რომელიც აქამდე აფერხებდა ჩვენს გაწევრიანებას ალიანსში, ახლაც წაართვას დრო უკრაინასა და პარტნიორებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
2022 წლის 30 სექტემბერს უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადი წარადგინა. იმავე დღეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის კარი ღიაა, მაგრამ ახლა ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე.