პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
BFMTV-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ სადავო საპენსიო რეფორმა დაამტკიცების შემდეგ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტებმა ერთ-ერთ ქუჩაზე მსვლელობის მოწყობა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, დემონსტრანტებმა რამდენიმე ათეულ ველოსიპედს და რამდენიმე ნაგვის ურნას წაუკიდეს ცეცხლი. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.