„თუ ვილნიუსის სამიტზე NATO კიდევ ერთხელ, 130-ე ჯერზე დაადასტურებს ღია კარის პოლიტიკას, ეს ჩვენთვის სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, NATO-მ უნდა გადადგას ნაბიჯი წევრობისკენ და გადაწყვიტოს, როგორი იქნება უსაფრთხოების გარანტიები ამ მომენტიდან იქამდე, როდესაც უკრაინა NATO-ს წევრი გახდება.
„თუ მოკავშირეები ჩათვლიან, რომ NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით ვილნიუსში კიდევ ერთხელ, 130-ე ჯერზე დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, ეს უკრაინისთვის სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ შემოგვთავაზებენ დადებით ნაბიჯებს NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მაგრამ არ გადადგამენ ნაბიჯს უკრაინის გაწევრიანებისკენ, ეს მიუღებელი იქნება. NATO-მ უნდა გადადგას ნაბიჯი წევრობისკენ და გადაწყვიტოს, როგორი იქნება უსაფრთხოების გარანტიები ამ მომენტიდან იქამდე, როდესაც უკრაინა NATO-ს წევრი გახდება“, - განაცხადა კულებამ.