რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეფერხებები არ არის.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
21:00 საათიდან დილის 06:00 რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილები იმოძრავებენ, ხოლო იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე სურთ დასავლეთ საქართველოში, ან საპირისპირო მიმართულებით გამგზავრება, უნდა ისარგებლონ გომი-საჩხერე-ჭიათურის მაგისტრალით.