logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: გოგი თოფაძისგან აღარაფერი არ მიკვრის
- +

10 მარტი. 2016. 13:50



საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელ მმართველი გუნდის წევრის გოგი თოფაძის მიერ თურქეთთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.



არ ვაფასებ მის განცხადებებს, არც ერთი განცხადება ჩემთვის სიურპრიზი აღარ არის და აღარაფერი არ მიკვრის მას შემდეგ, რაც ყველა ოთახში სტალინის სურათის დაკიდება მოითხოვა. მისი განცხადებები ჩემთვის საინტერესო აღარ არის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.



გოგი თოფაძემ გუშინ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საკომიტეტო მოსმენისას უკმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო „გაზპრომთან" თანამშრომლობის საკითხზე ქართულ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თოფაძის თქმით, ეს გაუგებარია იმ ფონზე, როცა უამრავი „ნაგავი შემოგვაქვს" თურქეთიდან, რომელსაც „ჩვენი ტერიტორიები დაკავებული" აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner