logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი დავით კეზერაშვილზე: კრიმინალური მენტალიტეტია, როდესაც შენ გაპატიებენ ძალიან მძიმე დანაშაულებს, ფაქტია, ამით შენ გიბიძგებენ, რომ უფრო მეტი და დიდი ამორალური დანაშაულიც კი ჩაიდინო
- +

15 აპრილი. 2023. 12:15

 

 

„კრიმინალური მენტალიტეტია, როდესაც შენ გაპატიებენ ძალიან მძიმე დანაშაულებს, ფაქტია, ამით შენ გიბიძგებენ, რომ უფრო მეტი და დიდი ამორალური დანაშაულიც კი ჩაიდინო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ისეთი კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე ადამიანისგან, როგორიც დავით კეზერაშვილია, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენა მათ არ უკვირთ.

 

კრიმინალური მენტალიტეტია, როდესაც შენ გაპატიებენ ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, შენი ქვეყნის ჯარის ძარცვას, ფაქტია, ამით შენ გიბიძგებენ, რომ უფრო მეტი და დიდი ამორალური დანაშაულიც კი ჩაიდინო და როგორც ჩანს, სწორედ ამ პროცესებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner