logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი დავით კეზერაშვილზე: არსებობს ქართულ პოლიტიკაში ბინძური ფული. ფული, რომელიც იშოვა კონკრეტულმა ადამიანმა ქართული ჯარის, ქართული ბიუჯეტის გაძარცვით
- +

15 აპრილი. 2023. 12:55

 

 

არსებობს ქართულ პოლიტიკაში ბინძური ფული. ფული, რომელიც იშოვა კონკრეტულმა ადამიანმა ქართული ჯარის, ქართული ბიუჯეტის გაძარცვით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, თითქოსდა, კეზერაშვილის მიერ რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსების შესახებ, საუბარი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაიწყო, სწორი არ არის.

 

„არსებობს ქართულ პოლიტიკაში ბინძური ფული. ფული, რომელიც იშოვა კონკრეტულმა ადამიანმა ქართული ჯარის, ქართული ბიუჯეტის გაძარცვით. რასაკვირველია, ეს ახალი არ არის და ეს თემა ყოველთვის მუსირებდა. იმაზე საუბარი, რომ თითქოსდა, ახლა, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაიწყო საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაფინანსებული და არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, ამ ბინძური ფულით, არ არის სწორი! ახლა არ დაწყებულა. საკმაოდ ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდი ოდენობის თანხები იქნა აღმოჩენილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner