ჩინეთი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომის რომელიმე მონაწილისთვის იარაღის მიწოდებას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა განაცხადა.
„რაც შეეხება სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტს, ჩინეთს გონივრული და პასუხისმგებლიანი პოზიცია აქვს. ჩვენ არ მივაწვდით იარაღს კონფლიქტის მხარეებს, ასევე გავაკონტროლებთ ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, წესებისა და კანონების მიხედვით“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგა ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამგვარად, ცინ განი გახდა ჩინეთის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ უარყო რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გეგმები. გარდა ამისა, მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პეკინი მზად არის, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.