სუდანში ჯარსა და სპეციალური რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა - ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმის რამდენიმე რაიონში სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ადგილობრივების განცხადებით, ქუჩებში გამოყვანილია საარტილერიო დანადგარები და ჯავშანტექნიკა.
სუდანის სპეციალური რეაგირების ძალების (RSF) ინფორმაციით, ჯარის დანაყოფებმა მათ ერთ-ერთ ბაზას ალყა შემოარტყეს და სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს. RSF-ში ასევე აცხადებენ, რომ კონტროლი დაამყარეს ხარტუმის საერთაშორისო აეროპორტზე, პრეზიდენტის სასახლესა და ჯარის მეთაურის რეზიდენციაზე.
თავის მხრივ, სუდანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა სპეციალური რეაგირების ძალების მებრძოლებს ჯარის ნაწილებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.