logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არავითარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, ეს პარტია გახლეჩილია
- +

15 აპრილი. 2023. 18:10

 

 

ეს პარტია ახლაც გახლეჩილია და არავითარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ორივე ბანაკი ცდილობდა, ის პრობლემები, რაც შიგნით, პარტიაში ჰქონდათ, როგორმე მიეჩქმალათ. რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა გაგრძელდება და კიდეც გამწვავდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner