საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის „ლიგა 2“-ში მორიგი გოლები გაიტანა.
ქართველმა დუბლი უშუალო კონკურენტის, „ბორდოს“ წინააღმდეგ შეასრულა, რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი თამაშობს.
მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში 17 გატანილი გოლით „ლიგა 2“-ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.
„მეცი“ ამ დროისთვის მესამე ადგილს იკავებს და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გადასვლის კარგი შანსი აქვს.