logo_geo
eng_logo
რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
- +

15 აპრილი. 2023. 19:15

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს.

 

ხერსონის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდასხმას დედა-შვილი ემსხვერპლა.

 

„აღდგომის წინა დღეს ხერსონში რუსულმა არმიამ დედა-შვილი მოკლა. ნაშუადღევს რუსული არტილერიამ ქალაქის ტაურიდის მიკრორაიონს დაარტყა. მტრის ჭურვები საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ რუსულმა დაბომბვამ 48 წლის ქალის და მისი 28 წლის ქალიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner