logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოსა და ქართველი ხალხის მძარცველი კეზერაშვილი „მოსულა“, ხოლო ევროპელი პენსიონერების ფულით მოსარგებლე - დამნაშავე აღმოჩნდა იმ „გამიჯნული“ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ხელგამოწვდილნი ელოდნენ საერთაშორისო დამნაშავის მ
- +

15 აპრილი. 2023. 19:28

 

 

„არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის  წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის „გამიჯნული“ ნაწილი წლების განმავლობაში იღებდა ფულს კეზერაშვილისგან მიუხედავად მისი წარსულისა. ახლა კი, როდესაც BBC-ის გამოძიების საფუძველზე გამოაშკარავდა ამ პიროვნების თანამონაწილეობა ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში, გაემიჯნნენ და დამნაშავედ ცნეს, რასაც ზურაბ ქადაგიძე დიდ ანომალიად მიიჩნევს.

 

„ლიბერალიზმი ქართულად“

 

„TV ფორმულა“, მედია-აქტორები, სოც-პლატფორმები, პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც იდიოტურად ცდილობენ, კეზერაშვილი „გაათეთრონ“, ცალკე ანომალიაა. თუმცა საზოგადოებამ მათი სინდისთან კომპრომისი ადრეც იცოდა და გასაკვირი არ აღმოჩნდა, რომ  ლიმიტირებული მორალური სტანდარტი მათთვის იმ ზღვრამდე მოქმედებს, რომ „რასაც ფულით ვერ იყიდი, იყიდი უფრო დიდი ფულით“.

 

თუმცა ზემოხსენებულ „გამპრავებლებზე“ დიდი ანომალია და  ნაძირალობა იმ ადამიანების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების განცხადებებია, რომლებიც მას შემდეგ აღშფოთდნენ  კეზერაშვილის დანაშაულით, რაც BBC-ის სიუჟეტს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.

 

არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის  წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა.

 

ესე იგი ქართული ჯარის ძარცვით, ქართული ბიზნესის რეკეტითა და ქართული საზოგადოების შანტაჟით გამდიდრებული კეზერაშვილი „მოსულა“ და ევროპელი პენსიონერების ფულით მოსარგებლე - დამნაშავე აღმოჩნდა?!

 

„გამიჯნულებიცა“ და „გამპრავებლებიც“ ანომალიური, ქართული ფესვდო ლიბერალიზმის სოციალური პროდუქტია, რომელიც ნაც-რეჟიმმა შექმნა და წლებია, პარაზიტულად საზრდოობს საზოგადოებაში, ცხოვრობს და მახინჯი ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.

 

საბედნიეროდ, ქართველი ხალხი იმაზე მეტად ინფორმირებული და ბრძენია, ვიდრე ამ პარაზიტებს წარმოუდგენიათ.

 

ვერც „გაემიჯნებით“ და ვერც „გააპრავებთ“ თქვენს მამა-მარჩენალს, პარაზიტებო! - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner