logo_geo
eng_logo
სარჯველაძე ზელენსკის მიერ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებაზე: მგონია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ფაქტებში ვერ ერკვევა
- +

15 აპრილი. 2023. 19:55

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზელენსკიმ კომენტარი გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.  

 

„მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი, რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს, ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ, ალბათ, უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩაიხედონ. არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც, ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, ვფიქრობ, გადაუმოწმებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner