„მისტერ ოფშორი“, იგივე დავით კეზერაშვილი - ასე გააცნო დასავლურ საზოგადოებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა, სიმონა ვეინგლასმა, როცა ფართო აუდიტორიას ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის შესახებ უამბო.
ამ ფილმში აღწერილი ისტორია, სინამდვილეში ქართული საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, უბრალოდ BBC-ის გამოძიების მიხედვით, ახლა უკვე ქვეყნის მიღმაც მისწვდათ ხმები, რომ ევროპული ღირებულებების სახელით პოზიციონირებული დავით კეზერაშვილი ევროპული საქმით დაკავებული სულაც არ არის.
სიმონა ვეინგლასი ვარაუდს გამოთქვამს, რომ მისტერ ოფშორმა ბიზნეს-ამბიცია ამჯერად სავარაუდოდ პენსიონერების პენსიების მითვისებით დაიკმაყოფილა. კეზერაშვილი ყველაფერს უარყოფს, ისევე როგორც უარყოფს ქართული ჯარის ძარცვის ბრალდებას, წლების განმავლობაში ქართული ბიზნესის რეკეტს, ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვან მმართველობასა და თავმჯდომარის არჩევნებში ჩარევას.