logo_geo
eng_logo
როცა გავიგე სინამდვილეში რა ხდებოდა, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი - რას ჰყვება „ქოლცენტრის“ ყოფილი თანამშრომელი BBC-ის საგამოძიებო ფილმში კეზერაშვილის თაღლითობის სქემაზე
- +

15 აპრილი. 2023. 21:10

 

 

„ქოლცენტრის“ ყოფილი თანამშრომელი BBC-ის საგამოძიებო ფილმში კეზერაშვილის თაღლითობის სქემაზე საუბრობს. BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ როდესაც მუშაობა დაიწყო, არ იცოდა რას აკეთებდა.

 

„აქ სტუდენტებისთვის ძალიან რთულია კარგი სამსახურის შოვნა მაღალი ანაზღაურებით. როდესაც მუშაობა დავიწყე, არ ვიცოდით რას ვაკეთებდით. გვეგონა, რომ რეალურად ადამიანებს ვეხმარებოდით, მაგრამ როცა გავიგე რა ხდებოდა სინამდვილეში, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი იმ ადამიანების გამო, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ“, - აცხადებს ყოფილი თანამშრომელი.

 

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner