logo_geo
eng_logo
როცა გამოძიება დავიწყეთ, არ გვეგონა, თუ ვიპოვიდით ეჭვმიტანილებს, თუმცა 3 წელი დავიდა და ათობით ადამიანი დავაკავეთ - - რას ჰყვება გერმანელი პროკურორი BBC-ის საგამოძიებო ფილმში კეზერაშვილის თაღლითობის სქემაზე
- +

15 აპრილი. 2023. 21:30

 

 

ისინი წელიწადში ასობით მილიონს შოულობენ. როცა გამოძიება დავიწყეთ, არ გვეგონა, თუ ვიპოვიდით ეჭვმიტანილებს ან ვინმეს დავიჭერდით, თუმცა სამი წელი დავიდა და ათობით ადამიანი დავაკავეთ. გამოვავლინეთ თაღლითების მსხვილი ქსელები, - ამის შესახებ გერმანელი პროკურორი, ნინო გოლდბეკი BBC-ის საგამოძიებო ფილმში საუბრობს, რომელიც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ეძღვნება.

 

მისივე თქმით, ამ დანაშაულს ბევრი მსხვერპლი ჰყავს, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

 

„ისინი პროფესიონალი, ლეგალური კომპანიებივით იქცეოდნენ. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულს“, - აცხადებს პროკურორი.

 

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner