„მეშინოდა, რომ მიხვდებოდნენ რას ვაკეთებდი. ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესული იყო, მსურდა პოლიციისთვის საკმარისი სამხილები შემეგროვებინა“, - აცხადებს BBC-ის საგამოძიებო ფილმში პოლიციის გამოძიების ფარგლებში, კიევში მდებარე „მილტონის“ ქოლცენტრში ფარულად ჩანერგილი თანამშრომელი, რომელიც ახლა მოწმის დაცვის პროგრამაშია ჩართული.
„მილტონის“ ჯგუფი დღემდე ფუნქციონირებს და მეტ ფულსაც შოულობს. 2017 წლიდან „მილტონის“ ჯგუფის შემოსავალი დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია. არცერთი ცენტი არ დახარჯულა რეალურ ვაჭრობაზე. დაზარალებულებს ჰგონიათ, რომ ამ კომპანიის პროგრამაში რეალური ანგარიში აქვთ, თუმცა რეალურად არაფრის ვაჭრობა არ ხდება“, - აცხადებს მოწმე.
აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.