თეა წულუკიანი რეგიონებში მოქმედ სალოტბარო სკოლებს სტუმრობს. მინისტრი ამჯერად, ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სალოტბარო სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.
მინისტრის განცხადებით ამ დარგის განვითარება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თეა წულუკიანმა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც მოინახულა ამის შემდეგ კი ანსამბლ ,,საგალობელის" წევრებს შეხვდა.
სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი ზაფხულში პარიზში, ლევილში გაემგზავრება და ქართულ მიწაზე სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რითაც საკუთარ შემოქმედებას უცხოელ აუდიტორიასა და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გააცნობს.