logo_geo
eng_logo
კვარაცხელია „ვერონასთან“ მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა - „ნაპოლიმ“ სახლში ქულები დაკარგა
- +

15 აპრილი. 2023. 22:32

 

 

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა „ვერონასთან“ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. დაძაბულ დაპირისპირებაში სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ“ ქულები დაკარგა, 0:0.

 

თავისი ვარსკვლავების, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ პირველ ტაიმში უფერულად გამოიყურებოდა.

 

ქართველი შემტევი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, 72-ე წუთზე კი სპალეტიმ თამაშში ოსიმენიც ჩართო, რომელმაც სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. მათთან ერთად მინდორზე ლობოტკა და ზიელინსკიც შევიდნენ.

 

თუმცა, „ნაპოლიმ“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და მხოლოდ ქულა მოიპოვა, 0:0. ამის მიუხედავად, ნეაპოლელები 30 ტურის შემდეგ 75 ქულით პირველ ადგილზე არიან.

 

ლუჩანო სპალეტის გუნდი შემდეგ შეხვედრას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე 18 აპრილს გამართავს. მეოთხედფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება „ნაპოლიმ“ 0:1 წააგო. „ვერონასთან“ ქართველის დასვენებაც სწორედ მომავალ თამაშს უკავშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner