დუბაიში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი დუბაის ერთ-ერთი უძველეს ნაწილში მოხდა, სადაც ძირითადად მიგრანტები და მოვაჭრეები ცხოვრობენ. ცეცხლი ხუთსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
დუბაის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, შენობაში უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება.