logo_geo
eng_logo
ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა
- +

16 აპრილი. 2023. 19:35

 

 

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები დაუპირისპირდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.

 

შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდენენ უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

 

„ვულოცავ გამარჯვებულებს, თუმცა ლელობურთში ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს. ეს სახალხო დღესასწაულია, იგი საუკუნეებს ითვლის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შუხუთელისთვის. ლელობურთმა მიიღო არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი. ტრადიცია გრძელდება“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner